“თითოეულ გადაწყვეტილებას ვიღებ პირადად, დამოუკიდებლად. ვარ ზრდასრული ადამიანი რაც შეეხება უმრავლესობის დამოკიდებულებას ჩემს გადადგომასთან, ჩემთვის ეს ცნობილი არის მაშინდელი საჯარო განცხადებებიდან გამომდინარე. რაც შეეხება, მაშინ თუ, როგორც მივიღე ეს გადაწყვეტილება, მივიღე დამოუკიდებლად და ნამდვილად არ ვნანობ ამ გადაწყვეტილებას. “
საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატი – ირაკლი შოთაძე
“ციტატა”
აღნიშნული განცხადება შოთაძემ, ჟურნალისტებთან, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ გაავრცელა.
შეგახსენებთ, რომ დღეს კომიტეტის სხდომაზე, გენერალური პროკურორობის კანდიდატს, ირაკლი შოთაძეს უსმენდნენ.