ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“მთავარ პროკურორს, გენერალურ პროკურორს, სრული უფლება აქვს კერძო შეხვედრები აწარმოოს” – შოთაძე

“მთავარ პროკურორს, გენერალურ პროკურორს, სრული უფლება აქვს კერძო შეხვედრები აწარმოოს” – ამის შესახებ, საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატმა, ირაკლი შოთაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს-ცენტრში გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, პროკურორს აქვს უფლება კერძო შეხვედრები აწარმოოს, მით უფრო, თუ ეს შეხვედრები მის სამსახურეობრივ საქმიანობას არ ეხება.

„რამდენიმე კითხვა იყო შეხვედრასთან დაკავშირებით, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს-ცენტრში შედგა. ამ შეხვედრაზე საპროკურორო საბჭოს ფარგლებში საკმაოდ დეტალურად ვისაუბრე. ჩემი პასუხები საკმაოდ ვრცლად, თითქმის ყველა მასმედიის საშუალებით გავრცელდა და ყველა დაინტერესებულ ადამიანს, ვისაც კითხვები აქვს ამ შეხვედრასთან დაკავშირებით შეუძლია ეს კიდევ ერთხელ მოისმინოს.

ერთადერთი კუთხით განვმეორდები, რომ მთავარ პროკურორს, გენერალურ პროკურორს სრული უფლება აქვს კერძო შეხვედრები აწარმოოს, როდესაც ეს შეხვედრები მის სამსახურეობრივ საქმიანობას არ ეხება, არ არის დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმეებთან, ბრალდებასთან, ეს არის გენერალური პროკურორის, როგორც ადამიანის ფუნდამენტური უფლებები. ამ უფლებებს ვერავინ შეზღუდავს. თუ თქვენ, პარლამენტარები ბრძანდებით და ფიქრობთ, რომ პროკურორს არ უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა არასამსახურეობრივ საქმიანობის გარეთ, პირადი შეხვედრები განახორციელოს და ასე შემდეგ, მაშინ ეს საკანონმდებლო დონეზე უნდა აისახოს, ეს არის ჩემი პასუხი“,-განმარტა შოთაძემ.

იტვირთბა....