ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ესტონეთის საგარეო დაზვერვა: 2020 წელს რუსეთი ფოკუსირებული იქნება საქართველოს საპარლამენტო და აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე

ესტონეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ანგარიშის „საერთაშორისო უსაფრთხოება და ესტონეთი 2020 წელს“ მიხედვით, მიმდინარე წელს რუსეთი აშშ-ის საპრეზიდენტო და საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე იქნება ფოკუსირებული.

დოკუმენტში წერია, რომ 2019 წელს რუსეთი დასავლეთში გამართულ არჩევნებში ჩაერია  და სავარაუდოდ, იმავეს გაიმეორებს 2020 წელს.

„რუსეთი, რა თქმა უნდა, ფოკუსირებული იქნება აშშ-ის საპრეზიდენტო და საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე.

მთავარი მიზანი რუსეთისთვის უფრო სასარგებლო შედეგის უზრუნველყოფაა, რუსეთს სურს აჩვენოს, რომ დასავლეთში სამართლიანი არჩევნები ვერ იმართება, რაც მათ შესაძლებლობას აძლევს, ყურადღება გადაიტანონ რუსეთის პრობლემებიდან და დასავლეთის ორმაგი სტანდარტების რიტორიკა გამოიყენონ“, – ნათქვამია დოკუმენტში.

იტვირთბა....