ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“შოთაძე მომავალშიც წარმატებით განაგრძობს ფარცხალაძის, მამაცაშვილის მსახურებას” – ჭიჭინაძე

„შოთაძე ადრეც კონკრეტული ფინანსური ჯგუფის ინტერესების გამტარებელი და წარმომადგენელი იყო და მომავალშიც წარმატებით განაგრძობს ფარცხალაძის, მამაცაშვილის მსახურებას. იმიტომაც ცდილობს  „ოცნება“ მის გენერალ პროკურორად დაბრუნებას, თანაც დიდი ზარ-ზეიმით“, – ასე აფასებს პოლიტიკური მოძრაობის „ტრიბუნა“ ლიდერი დავით ჭიჭინაძე, ირაკლი შოთაძის პროკურატურაში მეორედ მობრუნებას.

„ოცნება“ ბოლო დროს ისეთ ნაბიჯებს დგამს, რასაც ლოგიკა დიდი ხანია აღარ ახლავს. ეს დანიშვნაც იმ ჯაჭვის გაგრძელებაა და მეტი არაფერი, რადგან  ვისაც „ოცნებასთან“  ჰქონია შეხება, ყველამ კარგად იცის როგორ ხდება კანდიდატურების შერჩევა. უპირველესი მოთხოვნაა ერთგულება და ნაკლები კომპეტენციაა, საქმის მცოდნეები კი,  არავის სჭირდება, მთავარია კონკრეტული ფინანსური ჯგუფის მსახური იყო”, – აცხადებს დავით ჭიჭინაძე.

იტვირთბა....