მთავარი ციტატა

“თქვენნაირი მონა კიდევ ბევრი ჰყავთ” – ბოკუჩავა შოთაძეს

“რამდენი პოლიტპატიმარიც არ უნდა ჰყავდეს ბიძინა ივანიშვილს თქვენი ხელით, ბ-ნო შოთაძე, ჩვენ ვერ გაგვაჩერებთ და ჩვენ ვერ გაგვაჩუმებთ. შოთაძემ ძალიან კარგად უნდა იცოდეს, რომ ფარცხალაძის ხელით – ბოტასების ქურდის ხელით, პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტად უნდა აქციოს ისევ პროკურატურა. იგივეს აკეთებდა მანამდეც, მაგრამ თქვენი დანიშვნით – ბ-ნო შოთაძე, თქვენ მოგმართავთ, ივანიშვილის მონას – იცით, თქვენ რატომ გნიშნავთ ივანიშვილი? არა იმიტომ, რომ სხვა მონას ვერ ნახავდა, არა, არამედ იმიტომ, რომ თქვენი დანიშვნით ხალხს ეუბნება, რომ საერთოდ არ აინტერესებს ხალხის აზრი, თორე თქვენნაირი მონა მათ კიდევ ბევრი ჰყავთ”

თინა ბოკუჩავა – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”

ასე მიმართა ბოკუჩავამ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომის დაწყებამდე, გენპროკურორობის კანდიდატს, ირაკლი შოთაძეს.

ბოკუჩავა საკანონმდებლო ორგანოში “ევროპული საქართველოს” წევრთან, ელენე ხოშტარიასთან ერთად ივანიშვილის გამოსახულებიანი ნიღბით მივიდა.

შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტში შოთაძის მოსმენაა დაგეგმილი, თუმცა კომიტეტის სხდომა ამ დრომდე ვერ იწყება.

 

 

იტვირთბა....