ხვალ ოპოზიცია პარლამენტთან პლენარულ სხდომაზე ირაკლი შოთაძის მოსმენის პარალელურად საპროტესტო აქციას გამართავს.
ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა და აღნიშნა, რომ ირაკლი შოთაძე „ქართული ოცნების“ დაკვეთებს ასრულებს.
”ეს არის გარკვეულწილად გამაფრთხილებელი აქციები. ჩვენ პირობა დავდეთ, რომ ვერცერთ ასეთ მნიშვნელოვან საკითხს „ქართული ოცნება“ მშვიდად და აუღელვებლად ვერ ჩაატარებს. საზოგადოებას უნდა შევახსენოთ, რომ შოთაძე ჩვეულებრივი მსახურია „ოცნების“ იმ რეჟიმის, რომელიც ჩამოყალიბდა ქვეყანაში და მას უკან აბრუნებენ ერთადერთი რამის გამო – ის არის ერთგული პირადად ივანიშვილის, ის არის ერთგული „ქართული ოცნების“ ლიდერების და ყველა დაკვეთის და დავალების შესრულება შეუძლი“,- აცხადებს გიორგი ვაშაძე.
ამასთან, ვაძაშე აღნიშნავს, რომ ოქტმბრის არჩევნებს ხელისუფლება წააგებს და ყველა მისი ერთგული პირი თავად დატოვებს თანამდებობებს.
დღეს პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გენერალური პროკურორობის კანდიდატ ირაკლი შოთაძეს მოუსმენენ. ხვალ კი ის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე წარდგება.