ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 1 770-მდე გაიზარდა

ჩინეთში, ჰუბეის პროვინციაში კორონავირუსით დაავადების 1 933 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 100 ადამიანი კი, დაიღუპა. აღნიშნულ ინფორმაციას “როიტერსი” ავრცელებს.

როგორც სააგენტო ჩინეთის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იტყობინება, ასევე ქვეყნის მასშტაბით, ვირუსით დაინფიცირების 2048 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. საერთო ჯამში, დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 70548-ს აღწევს. ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა კი, 1770-მდე გაიზარდა.

როგორც “როიტერსი” წერს, ახალი შემთხვევების თითქმის 90% დაფიქსირდა უხანში – 11-მილიონიან ქალაქში, რომელშიც კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.

 

იტვირთბა....