ახალი ამბები მთავარი სამართალი

ავარია ახალციხეში – დაშავებულია სამი მოზარდი

ახალციხეში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, სამი არასრულწლოვანი დაშავდა. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ახალციხეში, „იმედის“ კლინიკაში გადაიყვანა.

საზოგადოებრივი მაუწყებელი სამედიცინო დაწესებულებაზე დაყრდნობით იტყობინება, რომ დაშავებულთაგან ერთ-ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და მოზარდი კატასტროფის ბრიგადას თბილისში, იაშვილის კლინიკაში გადაჰყავს.

რაც შეეხება დანარჩენ ორი არასრულწლოვანს, მათ მხოლოდ მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებათ.

შსს-მ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 276–ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.

 

იტვირთბა....