ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

უხანიდან თურქეთში გადაყვანილ საქართველოს მოქალაქეებს საქართველოში დღეს ჩამოიყვანენ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, უხანიდან თურქეთში გადაყვანილ საქართველოს სამ მოქალაქეს დღეს საქართველოში ჩამოიყვანენ.

როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია.

„უხანიდან გადმოყვანის შემდეგ მათ გაიარეს თურქეთში ორკვირიანი კარანტინი. იქ რამდენჯერმე გადამოწმდა მათი ჯანმრთელობა და შესაბამისი კვლევები ჩაუტარდათ. მათი ჩამოსვლის შემდეგ არაფერი პროცედურა არ იგეგმება, წავლენ სახლებში. რაც შეეხება ქვეყანაში შემოსული მოქალაქეების შემოწმებას, გრძელდება იმ ალგორითმით, რაც დადგენილია. ვინც ჩინეთიდან შემოდის, ან ბოლო ორი კვირის განმავლობაში ისტორია აქვს ჩინეთში მოგზაურობის, ყველა ამ ადამიანს თერმოსკრინინგი უტარდება საქართველოს საზღვარზე, იქნება აეროპორტებში თუ სახმელეთო საზღვრებზე. რაიმე თუ იქნება საეჭვო სიმპტომები, რაც დამახასიათებელია რესპირატორული ინფექციებისთვის, მაშინ ხდება მათი გადაყვანა ინფექციურ საავადმყოფოში და უტარდებათ ლაბორატორიული კვლევები. დღეს საქართველოს კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ არის დადასტურებული“, – განაცხადადაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა.

შეგახსენებთ, თურქეთში ჩინეთის ქალაქ უხანიდან ევაკუირებულ საქართველოს სამ მოქალაქეს ახალი ტიპის კორონავირუსი არ აღმოაჩნდა.

 

იტვირთბა....