ჩინეთში კორონავირუსით კიდევ 143 ადამიანი დაიღუპა, გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 1523-ს მიღწია.
ინფორმაციას ჩინეთის ეროვნული ჯანდაცვის სამსახური ავრცელებს.
ჩინეთში დღემდე ვირუსით დაინფიცირების 66 492 შემთხვევაა დადასტურებული.
ჩინური მედიის ინფორმაციით, ადამიანები, რომლებიც საახალწლო არდადაგების შემდეგ პეკინში ბრუნდებიან, ვალდებული არიან, რომ 14 – დღიანი კარანტინი გაიარონ, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი კანონის წინაშე პასუხს აგებენ.
ჩინეთის ფარგლებს გარეთ სხვადასხვა ქვეყანასა და ტერიტორიულ ერთეულში ვირუსით დაინფიცირების 450-მდე შემთხვევაა დადასტურებული.
კორონავირუსის პირველი შემთხვევა ეგვიპტეში გუშინ გამოვლინდა. დღემდე ჩინეთის ფარგლებს გარეთ ვირუსით გარდაცვალების სამი შემთხვევაა დადასტურებული: იაპონიაში, ჰონგ-კონგსა და ფილიპინებში.