aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ისტორიაში პირველად – ანტარქტიდაზე ჰაერი 20 გრადუსამდე გათბა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ანტარქტიდაზე მეცნიერების განცხადებით, რეკორდულად მაღალი ტემპერატურა, +20 გრადუსი დაფიქსირდა.

აღსანიშნავია, რომ კონტინენტზე ისტორიაში პირველად გათბა ჰაერი აღნიშნულ ტემპერატურამდე.

როგორც ევროპული კოსმოსური სააგენტო აცხადებს, ანტარქტიდის ყინულის საფარს დიდი ზომის აისბერგი მოსწყდა. ყინულის მასის ფართობი 300 კვადრატულ მეტრს შეადგენდა და ის მცირე ნაწილებად დაიშალა.

გლობალური დათბობის შედეგად, სამხრეთ პოლუსზე ყინულის საფარი იშლება, რაც მეცნიერების მტკიცებით, მომდევნო ათწლეულებში ზღვის დონეს მინიმუმ სამი მეტრით გაზრდის.

იტვირთბა....