დიდუბის რაიონის გამგებელის, ირმა ზავრადაშვილის ინფორმაციით, ბელიაშვილის ქუჩაზე, სადაც ამ წუთებში ხანძარია, უკვე დამწვარია 500 კვადრატული მეტრი ფართობი.
როგორც შემთხვევის ადგილზე მისულმა გამგებელმა ჟურნალისტებს უთხრა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ზავრადაშვილის თქმითვე, ცეცხლის გავრცელების საშიშროება არ არსებობს.
“ცეცხლი ლოკალიზებულია. მიმდინარეობს დამწვარი ფართის დამუშავება. უბრალოდ, ქარია და ძნელად სამუშაოა. საიდან გაჩნდა ცეცხლი, არ ვიცი. ეს არის საწყობი. საწყობში განთავსებულია პირველადი მოხმარების ნივთები. დაახლოებით, 500 კვადრატული მეტრია დამწვარი. არ ვიცი საიდან გაჩნდა ხანძარი. ყველაფერს იტყვის გამოძიება”, – უთხრა მედიას ირმა ზავრადაშვილმა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ადგილზე მობილიზებულია 12 სახანძრო ჯგუფი.