„ქალბატონ ზახაროვას და ასევე ადამიანებს, ვისაც ის წარმოადგენს, მინდა ვუპასუხო – თუ მათი სიტყვები, საქართველო არის სუვერენული სახელმწიფო არ არის ცარიელი სიტყვები და თვალთმაქცობა, მაშინ, პირველ რიგში, დააბრუნონ ოკუპირებული ტერიტორიები და გაიყვანონ საკუთარი ჯარისკაცები ჩვენი რეგიონებიდან”
არჩილ თალაკვაძე – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
შეგახსენებთ, რუსეთის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ხაზაროვამ რადიოსადგურ „კამსამოლსკაია პრავდას“ ეთერში განაცხადა, რომ “ვიდრე საქართველოს შიდა ვითარება დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ ვინ ჩავა იქ რუსეთიდან და ვინ არა, იქნება პრობლემები”.
ზახაროვას თქმით, რუსეთი საქართველოს აღიქვამს, როგორც სუვერენულ სახელმწიფოს თავისი ინტერესებით.