თბილისში, ბელიაშვილის ქუჩის 121 ნომერში ხანძარია.
როგორც “მეტრონომს” საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, ხანძარი საწყობში გაჩნდა, ცეცხლი უკიდია მუყაოს ყუთებსა და საბურავებს. ადგილზე მობილიზებულია 12 სახანძრო ჯგუფი.
ხანძარი საკმაოდ დიდ ტერიტორიაზეა გავრცელებული.