ახალი ამბები მთავარი მსოფლიო ჯანდაცვა

დღევანდელი მონაცემებით კორონავირუსით 1 486 ადამიანი დაიღუპა

„სი-ენ-ენი“ ჩინეთის ჰუბეის პროვინციის ხელისუფლებაზე დაყრდნობით იუწყება, რომ ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში, ახალი კორონავირუსით, 1 486 ადამიანია დაღუპული

გამოცემის ცნობით, აღნიშნული 1486 ფატალური შემთხვევიდან ორი ჩინეთის ფარგლებს გარეთ, დანარჩენი კი – ჩინეთშია დადასტურებული.

ჩინეთის ჰუბეის პროვინციის ხელისუფლების ინფორმაციით, ჰოსპიტალიზებული 36 719 პაციენტიდან 1 685-ის მდგომარეობა კრიტიკულია. გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობა კი, საერთო ჯამში, 4131-ს აღწევს. რაც შეეხება დაინფიცირებულ ადამიანებს, მათი რაოდენობა 65 000-ს აჭარბებს.

 

იტვირთბა....