მოძრაობა “ალტერნატივას” წევრებმა, ბათუმის მერიასთან აქცია გამართეს და სიმბოლურად კრუასანები მიიტანეს.
როგორც აქტივისტები აცხადებენ, ბათუმის მერი იმყოფება პარიზში თავის 40 დაქალთან ერთად, სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე.
“ალტერნატივა” სოციალურ ქსელში აქვეყნებს, აღნიშნული ფაქტის დამადასტურებელ ფოტოებს და პოსტს წერს:
“ხელოვნებასთან რამდენად აქვთ ამ ქალბატონებს , დავით ბაციკაძეს და სხვებს შეხება არვიცით, მაგრამ პარიზში კი გაისეირნეს ბიუჯეტის ხარჯზე, მშიერი ხალხის ფულით!
#ლაშა_კომახიძე ყოველდღე ათობით ადამიანი მიჰყავთ მოტეხილობა-დაჟეჟილობებით საავადმყოფოებში, თქვენს მიერ ,,კარგად გაწმენდილი” გზების დამსახურებით და თქვენ კი უნდა ,,იგრიალოთ” საზღვარგარეთ, აბა რააა… თანაც გუდავა და თავისი დაქალების ცხოვრება და დროსტარებაც უნდა დააფინანსოთ სახელმწიფო ბიუჯეტიდან, კი…კი…
#დავით_ბაციკაძე ხელოვნებასთან ძაააან ახლოს ხართ ხომ ვიცით ყველამ მიდით გაერთეთ, თქვენ ისეთი დაღლილები ხართ მუშაობით როომ …
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო იქნებ გაასაჯაროოთ სამივლინებო ხარჯები და რა კრიტერიუმებით შეარჩიეთ წამსვლელები⁉️
,,ქოცობით” ხომ არა⁉️” – წერს “ალტერნატივა” “ფეისბუქ” გვერდზე.
რაც შეეხება ბათუმის მერიას, ისინი აცხადებენ, რომ დეპუტატები პარიზში ქართველი ხელოვანების ნამუშევრების გამოფენაზე იმყოფებიან.