თბილისში, საპატრულო პოლიციის მიერ მოკლული გიორგი გამცემლიძის მამა ჯამბულ გამცემლიძე, “ევროპული საქართველოს” გიგი უგულავას დაჭერის ფაქტს ეხმიანება და საკმაოდ ემოციურ პოსტს აქვეყნებს და ფოტოებს დებს.
“უგულავას შვილზე ყრიდნენ ცრემლებს 38 თვით საპატომროში გაშვების წინ. ერთი, ამ ლამაზი ბიჭის შვილებს კითხოს ვინმემ, (მამა) გიორგი გამცემლიძე სად არი? საააააად? რამდენი თვის მერე მოვა? გამეცით პასუხი, სად ეგდო მაშინ გვარამია, რატომ არ დაინტერესდა გიორგის შვილები უმამოდ, როგორ არიან… და თქვენ ისევ მოსვლას აანონსებთ ხელისუფლებაშიიიი, ვერ მოხვალთ ვერა…
დიახ, დიახ … დამიბრუნეთ ჩემი სიცოცხლე, რომელიც ქუჩაში დადიოდა, სიხარული და ღიმილი დაჰქონდა თან… დიახ, დიახ… სიცოცხლეა ბაზისი, იმისა რაც ადამიანს ასულდგმულებს, დიახ, დიახ სიცოცხლეა ის… რაც უფალმა გვიბოძა…
და ის … მე, შენ წამართვიი… ესეიგი უფალს შექმნილი დაუწუნეე, უფალი ხომ ზეცაშია და დაგვყურებს, გაკვირდება, კიდევ რას გააფუჭებთ, დიახ, დიახ… რას გააფუჭებ… და რაა, არ გიფიქრია ამაზეე, უფალმა ადამიანი ხომ ფიქრისათვის გააჩინა… მეტი რა უნდა დამიშაოთ, შვილი მომიკალით და მეც შეგაკვდებით თუ ეს საჭირო გახდება… ნაცხროვა და მისი ანასხლეტები ვერასდროს ვეღარ ეღირსებით ვერაფერს ამ ქვეყანაში და იმ ქვეანაში კი იხარშება კუპრი თქვენთვის…” – წერს გიორგი გამცემლიძის მამა ჯამბულ გამცემლიძე სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, 2008 წლის 8 მაისს, თბილისში საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა 31 წლის გიორგი გამცემლიძეს ესროლა, რომელიც სამწუხაროდ, დაიღუპა. გამცემლიძის დანაშაული ის იყო, რომ მან საგზაო მოძრაობის წესები დაარღვია. ოფიციალური ვერსიით, გამცემლიძე შეიარაღებული იყო და პოლიციელების ბრძანებას, გაჩერებულიყო, არ დაემორჩილა და პოლიციის თანამშრომელმაც სწორედ იმიტომ ესროლა მას, რომ მასში საფრთხე დაინახა. მანქანიდან გადმოსული გამცემლიძე საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით გამოასალმა სიცოცხლეს. გამოძიების მსვლელობისას იარაღიც „ამოიღეს“, მაგრამ ექსპერტიზამ დაასკვნა, რომ ამ იარაღზე გიორგი გამცემლიძის თითის ანაბეჭდები არ იყო. პოლიციელ ვახტანგ აბუაშვილის მიმართ საქმე თავიდან სისხლის სამართლის კოდექსის 114-ე მუხლით (მკვლელობა დამნაშავის დაკავებისათვის აუცილებელი ზომის გადაცილებით) აღიძრა, შემდეგ კი კვალიფიკაცია შეიცვალა და საბოლოოდ პატრულის თანამშრომელი გაუფრთხილებლობით ჩადენილი მკვლელობის მუხლით გაასამართლეს (116-ე მუხლი), თუმცა გიორგი გამცემლიძის დედა, გულიკო გამცემლიძე დარწმუნებულია, რომ ეს განზრახ მკვლელობა იყო, რადგან მისი მტკიცებით აბუაშვილი მის ვაჟს იცნობდა და მასთან პირადი ინტერესი ჰქონდა.