ახალი ამბები მთავარი ციტატა

“ერთ მხარეს აღმოჩნდა საქართველოს ოპოზიცია და ევროპარლამენტი, მეორე მხარეს – ბიძინა” – სამადაშვილი

“მინდა ავხსნა, რა მოხდა დღეს სტრასბურგში: ქართულმა ოცნებამ, არ დაუჭირა მხარი არც ერთ შესწორებას, რომელიც წარადგინეს ევროპარლამენტის წევრებმა კომიტეტის საბოლოო დეკლარაციის მისაღებად. ევროპარლამენტის წევრებმა კი, მხარი დაუჭირეს ყველა შესწორებას, რომელიც ჩვენ წარვადგინეთ. ერთ მხარეს აღმოჩნდა საქართველოს ოპოზიცია და ევროპარლამენტი-მეორე მხარეს ბიძინა. დოკუმენტი, რომელიც სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას უჭერდა მხარს, ქართულმა ოცნებამ დაბლოკა.”

სალომე სამადაშვილი – ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მოადგილე

“სოციალური ქსელი”

„ქართულმა ოცნებამ“ ევროპარლამენტს შესთავაზა, თბილისის ყოფილი მერის, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას საქმის შესასწავლად საქართველოში მისია გამოგზავნოს. აღნიშნულის თაობაზე „ტვიტერში“ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დაწერა.

მოგვიანებით, „ევროპელი სოციალისტების პარტიამ“ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ მხარს უჭერს ინიციატივას, გიგი უგულავას საქმის შემდგომი გამოძიების მიზნით, საქართველოში ევროპარლამენტის მთავარი პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენელ პარლამენტართაგან შემდგარი ფაქტების შემსწავლელი მისია გაიგზავნოს.

იტვირთბა....