aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“თურქეთი და საქართველო” ერთად რუსეთის წინააღმდეგ – საქართველოს ექს-მინისტრი Daily Sabah-ში წერილს აქვეყნებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი თედო ჯაფარიძე პოპულარულ თურქულ გამოცემა Daily Sabah-ში წერილს აქვეყნებს, რომელიც თურქეთ-საქართველოს ისტორიულ ურთიერთობებსა და მათ მომავალს ეხება. ავტორი მიმოიხილავს ორი ქვეყნის ურთიერთობებს და მათ გეპოლიტიკურ მნიშვნელობას რეგიონში.

“თურქეთში, შავი ზღვის სანაპირო ძველი ქართული სოფლებითაა დასახლებული. შავი ზღვა ჩვენი საერთო მემკვიდრეობაა, ჩვენი საერთო მომავალი და ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაც.
ზუსტად ეს შავი ზღვაა ჩვენი თავდაცვის პირველი ხაზი. გასაკვირი არაა, როცა ყველა ქართველი ტაშს უკრავდა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველო ნატოს სრულუფლებიანი წევრი უნდა გახდეს, ყოველგვარი დაბრკოლებების გარეშე. არადა, საქართველოს ნატოში გაწევრიანება თურქეთთან ერთი იდეით გაგვაერთიანებდა – ჩვენი საერთო საზღვაო ფრონტის დაცვის მიზნით”. – აღნიშნავს ავტორი სტატიაში.
თედო ჯაფარიძე თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ ერდოღანის უკრაინაში ამასწინანდელ ვიზიტს იხსენებს, სადაც მან დაგმო ყირიმის ოკუპაცია და ნათლად გამოხატა ის საერთო მიზნები, რომლებიც უკრაინას და თურქეთს აქვთ შავი ზღვის რეგიონში. ავტორი თვლის, რომ ერდოღანის ეს გამოსვლა დადებითად მიიღეს როგორც საქართველოში, ასევე ბულგარეთში, რუმინეთში და უკრაინაშიც, თუმცა თურქეთის ლიდერის განცხადება მაინცდამაინც გულზე არ მოჰფენიათ კრემლში.
“მოსკოვი ყოველთვის ცდილობდა შავიზღვისპირა ქვეყნების დაშინებას. ამ მხრივ ყურადსაღებია საქართველოს მაგალითი, როცა რუსეთმა, 2008 წელს ორი რეგიონი მიიტაცა და ჩვენი ქვეყნის სუვერენული ტერიტორია დღემდე აქვს ოკუპირებული. სანაპირო ხაზი აფხაზეთიდან დაწყებული, საქართველოს დანარჩენ შავიზღვისპირა ნაწილზეც ვრცელდება თურქეთის საზღვრამდე. ამ ფრონტზე საქართველო ერთადერთია, რომელიც რუსეთსა და თურქეთს შორის დგას”. – წერს ავტორი.
ჯაფარიძის აზრით, რუსეთი არასოდეს მალავდა და არც ახლა მალავს შავ ზღვაზე თავის გავლენების ქონის სურვილს. კრემლი ცდილობს პოზიციები განიმტკიცოს სირიასა და ლიბიაში, სადაც მოსკოვი პირდაპირ უპირისპირდება თურქეთის ინტერესებს. როგორც ის აღნიშნავს, კრემლი აქტიურად მოქმედებს აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთსა და ახლო აღმოსავლეთში… მაგრამ შავ ზღვაზე გაბატონების გარეშე, ბოსფორის სრუტის გარეშე, მის ამბიციებს პერსპექტივა არ აქვს.

“ერდოღანი აშკარად ხედავს თავისი ქვეყნის ახალი გეოპოლიტიკურ დანიშნულებას. მან ზუსტად იცის, რომ ამჟამინდელი სიტუაცია სულ სხვაა, რომ თურქეთის ინტერესებისთვის ახალი გამოწვევები არსებობს და მას სჭირდება ახალი პარტნიორები თავისი სტრატეგიის გარდასაქმნელად, სჭირდება ახალი ენერგია თანამშრომლობისათვის, ანუ ის, რაც გააადვილებს და წინ წაწევს საქმეს. საქართველო თურქეთის სტრატეგიაში უნდა იჯდეს, რადგან ორივე ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესები და გეოპოლიტიკა ერთმანეთთან მჭიდრო შეხებაშია. აქედან გამომდინარე, ჩვენი ქვეყნის ნატოში გაწევრება აუცილებელი და გადაუდებელია, რითაც ჩვენი და თურქეთის სტრატეგიული პარტნიორობა კიდევ უფრო გაღრმავდება, განვითარდება და გაძლიერდება. ფაქტია, რომ ჩვენს შორის საერთო სტრატეგიული გამოწვევების არსებობა უდავოა”. – წერს თედო ჯაფარიძე.

 

იტვირთბა....