ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ფაქტების შემსწავლელი მისიის ჩამოსვლის საკითხმა ნაცმოძრაობა პანიკაში ჩააგდო” – მდინარაძე

“ფაქტობრივად, გადაწყვეტილია, რომ ჩვენი მოწვევით, საქართველოში ევროპარლამენტიდან ფაქტების შემსწავლელი მისია ჩამოვა”, – აღნიშნული განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ გააკეთა.

მისი თქმით, ოპოზიციის წევრები ახლა ფაქტის წინაშე დადგნენ, რომ შეიძლება, ფაქტების შემსწავლელმა მისიამ, ევროპარლამენტმა დაადგინოს, რომ ისევ იტყუებიან.

„ამ ფაქტმა პანიკაში ჩააგდო „ნაციონალური მოძრაობა” თავისი ყველა სატელიტით. ნახეთ მათი განცხადებები, მათი პათოსი, პანიკური გამოვლინებები, რაც მათ განცხადებებზე აისახა, იმას ნიშნავს, რომ ერთადერთი, რაც „ნაციონალურ მოძრაობასა” და მის სატელიტებს არ აწყობს, ეს არის ფაქტის დადგენა, რადგან ფაქტები ყოველთვის მათ საწინააღმდეგოდ მოქმედებს”, – აცხადებს მდინარაძე.

„ქართულმა ოცნებამ“ ევროპარლამენტს შესთავაზა, თბილისის ყოფილი მერის, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას საქმის შესასწავლად საქართველოში მისია გამოგზავნოს.

აღნიშნულის თაობაზე „ტვიტერში“, სტრასბურგში მყოფმა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ დაწერა.

მოგვიანებით, „ევროპელი სოციალისტების პარტიამ“ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ მხარს უჭერს ინიციატივას, რომ გიგი უგულავას საქმის შემდგომი გამოძიების მიზნით, საქართველოში ევროპარლამენტის მთავარი პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენელ პარლამენტართაგან შემდგარი ფაქტების შემსწავლელი მისია გაიგზავნოს.

იტვირთბა....