მთავარი ციტატა

“კალაძე და კობახიძე დადიან ლანდებივით, არავინ იცნობს, არავის გაუგია, სიმწრით რამდენიმე შეხვედრა დანიშნეს”

“რთულია, სევდა არ შემოგაწვეს ევროპარლამენტში, როდესაც გახსენდება, რომ უპრეცედენტოდ, გამონაკლისის სახით, ორჯერ მოიწვიეს პრეზიდენტი სააკაშვილი აქ პლენარულ სხდომაზე გამოსასვლელად, ისტორიული მნიშვნელობის სიტყვით გამოვიდა. მთელი პარლამენტი საქართველოზე, მის მხარდაჭერაზე საუბრობდა. ახლა კალაძე და კობახიძე დადიან ლანდებივით, არავინ იცნობს, არავის გაუგია, სიმწრით რამდენიმე შეხვედრა დანიშნეს და იქაც რაღაც სისულელეებს ელაპარაკებიან ხალხს, წვრილმანი თაღლითები. რას დაემსგავსა ჩვენი სახელმწიფო და ჩვენი ქვეყანა”

სალომე სამადაშვილი – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი

“სოციალური ქსელი”

სამადაშვილი იმყოფება სტრასბურგში, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში, სადაც ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომა მიმდინარეობს.

იტვირთბა....