aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“კობახიძის კურსელობის გამო, სიაში მოხვედრილი არარაობა ოხანაშვილი, ამდენის უფლებას აძლევს თავს” – ბესელია

aviabiletebi
ავიაბილეთები

დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია, “ტვ პირველის” ეთერში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. კერძოდ, “ქართული ოცნების” დეპუტატის ანრი ოხანაშვილის განცხადებას, რომელიც დეპუტატმა, აღნიშნული ტელეკომპანიის ჟურნალისტის, თამარ ჩიხლაძის მისამართით გააჟღერა და მას ამორალური და უზნეო უწოდა.

ბესელია ფაქტს სოციალური ქსელით გამოეხმაურა და განცხადა, რომ ოხანაშვილს ამის უფლება არ ჰქონდა, რომ ეს საქართველოა, სადაც ადამიანებს ღირსება აქვთ და “ამგვარ არსებებს” თავის ადგილს მიუჩენენ.

“რას დაემსგავსა მმართველი პარტია ,რომ არარაობა ოხანაშვილი ამდენის უფლებას აძლევს თავს.
შემთხვევით ,კობახიძის კურსელობის გამო მოხვედრილი 2016 წლის სათადარიგო სიაში. არავინ რომ არ იცოდა მისი არსებობა და იურისტი, რომელიც ელემენტარულ სამართლებრივ კატეგორიებში ვერ ერკვევა
ეპატია მოსამართლეთა არჩევის კენჭისყრის დღეს ჟურნალისტებზე ძალადობის არნახული მაგალითები.
დაიჯერა , მოსამართლეთა კლანს რომ ფეხქვეშ გაეგო, პატრონი ყავს და ყველაფრის უფლება აქვს.
ახლა ტვ 1 ასწავლის როგორ უნდა იმუშაოს და ვინ მოიწვიოს
დიანა ტრაპაიძეს ამეცადინებს
თამარ ჩიხლაძეს მორალს ასწავლის ვინ???
დაიჯერა რომ მას ამის უფლება აქვს. ვინმემ აუხსნას ეს საქართველოა, სადაც ადამიანებს ღირსება აქვთ და ამგვარ არსებებს თავის ადგილს მიუჩენენ!” – წერს ბესელია “ფეისბუქზე”.

შეგახსენებთ, რომ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ანრი ოხანაშვილმა ტვ “პირველის” ეთერში “დღის ამბებში” ჩართვისას ამავე არხის ჟურნალისტს, თამარ ჩიხლაძეს ამორალური და უზნეო უწოდა, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

იტვირთბა....