“ქართული ოცნების” დეპუტატმა, ანრი ოხანაშვილმა ტვ “პირველის” ეთერში “დღის ამბებში” ჩართვისას ამავე არხის ჟურნალისტს, თამარ ჩიხლაძეს ამორალური და უზნეო უწოდა, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.
ოხანაშვილმა ჟურნალისტის არაობიექტურობითა და ამორალურობით ახსნა ის ფაქტი, რომ ჩიხლაძემ მის გადაცემაში სტუმრად ვახტანგ რობაქიძე მიიწვია, რომელმაც დეპუტატს ოჯასის წევრების თანდასწრებით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
დიანა ტრაპაიძემ დეპუტატს მოუწოდა, თამარ ჩიხლაძეს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში უჩივლოს, სადაც უკეთ იციან ჟურნალისტიკის სტანდარტები და ქარტია ტავად გამოიტანს ობიექტურ გადაწყვეტილებას.
ოხანაშვილის კრიტიკას გამოეხმაურა ტვ „პირველის“ გენერალური დირექტორი ინგა გრიგოლიაც და განაცხადა, რომ ხელისუფლებას არ აქვს უფლება, ტელეკომპანიის ჟურნალისტებს მიუთითოს, ვინ მოიწყვიოს სტუმრად და ზოგადად, მათ სარედაქციო პოლიტიკაში ჩაერიოს.
მომხდარი ფაქტი შეაფასა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის დირექტორმა, გიორგი მგელაძემ. მან ტვ „პირველის“ ეთერშიაღნიშნა, რომ თამარ ჩიხლაძეს ურნალისტური ეთიკა არ დაურღვევია და დეპუტატის ბრალდება სიმართლეს არ შეესაბამება.
გაზეთ „მეტრონომის“ რედაქცია სრულ მხარდაჭერას უცხადებს ტვ „პირველის“ ჟურნალისტს, თამარ ჩიხლაძეს და სრულიად ტვ „პირველს“.
იხილეთ თამარ ჩიხლაძის 20 იანვრის სრული გადაცემა, რომელმაც დღევანდელი დაპირისპირება გამოიწვია.