ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ივანიშვილმა ამით საზოგადოებას უთრხა ფეხებზე მკდიხარო“,- ბოკერია უგულავას საქმეზე

„ევროპული საქართველოს~ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, სასამართლო პოლიტიზირებულია და შესაბამისად, მისი გადაწყვეტილებაც გიგი უგულავას საქმეზე სამართლიანი ვერ იქნება.

ამის შესახებ ბოკერიამ უგულავას საქმეზე საუბრისას ტვ „პირველის ეთერში“ განაცხადა.

ბოკერია აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი იძულებულია გადადგას თუნდაც ისეთი ნაბიჯები, რაც მასვე დააზარალებს, მაგრამ სხვაგვარად მას ხელისუფლების შენარჩუნება გაუჭირდება.

„ჩვენ დავზარალდით ამ გადაწყვეტილებითო, ჩემი ოპონენტები  რომ ამბობენ, ეს არალოგიკურია. ეს ნაბიჯი იყო გამოვლინება, რომ უმრავლესობას აღარ უნდა მოლაპარაკებები ოპოზიციასთან. აქ ლაპარაკია იმაში, რის გამოც დაიჭირეს უგულავა. ივანიშვილს არ უნდა ნორმალიზაცია, რადგან ასეთ პირობებში ის ვერ შეინარჩუნებს ხელისუფლებას. ყველა ხელისუფლება ზარალდებოდა სამარცხვინო ნაბიჯებით. ივანიშვილი დაზარალდა, მარა ამით საზოგადოებას უთრხა ფეხებზე მკდიხარო. რადგაან დაზარალდა ეს მისი ბრალი არ არის? სადაც სასამართლო არაა თავისუფალი და მოქმედი ხელისუფლება წყვეტს ვინ წავიდეს სასამართლოში, ამას ჰქვია პოლიტიკური დევნა და პოლიტიკური პატიმრები“, აცხადებს გიგა ბოკერია.

რაც შეეხება უმრავლესობისა და ოპოზიციის მოლაპარაკებას, ბოკერია აცხადებს, რომ ამის შანსი ძალიან მცირეა.

 

 

 

 

შეგახსენებთ, უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავა ე.წ ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და 3 წლით და 2 თვით პატიმრობა შეუფარდა. ამის შემდეგ, ოპოზიციურმა პოლიტიკურმა სპექტრმა ხელისუფლებასთან დიალოგის გაგრძელებაზე უარი განაცხადა. აღსანიშნავია, რომ მანამდე, ხელისუფლებასა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებების ოთხი რაუნდი უშედეგოდ გაიმართა.

იტვირთბა....