“ოპონენტების კრიტიკა არის მათი პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილი. თუ მათ რეალურად მიაჩნიათ, რომ სასამართლოში გიგი უგულავას რომელიმე უფლება დაერღვა და მას გამოუტანეს უსამართლო განაჩენი, შეუძლიათ საქმე გაასაჩივრონ სტრასბურგის სასამართლოში. მოვუწოდებთ ოპონენტებს, შეწყვიტონ სამართლებრივი პროცესის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება და დაუბრუნდნენ დიალოგის პროცესს”
მამუკა მდინარაძე – საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი
აღნიშნული განცხადება მდინარაძემ “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში, ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთ ლიდერს, გიგი უგულავას პატიმრობა შეეფარდა, ოპოზიციურმა პოლიტიკურმა სპექტრმა ხელისუფლებასთან დიალოგის გაგრძელებაზე უარი განაცხადა.
აღსანიშნავია, რომ მანამდე, ხელისუფლებასა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებების ოთხი რაუნდი უშედეგოდ გაიმართა.
მოლაპარაკებები კი, უცხოელი დოპლომატების ინიციატივით, მას შემდეგ დაიწყო, რაც საპარლამენტო უმრავლესობამ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა.