პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს, კერძოს კი ხაზარაძე-ჯაფარძის საქმეს გამოეხმაურა.
მისი თქმით, ხელისუფლებას ესმის რომ მათი გამართლება სამართლებრივად, ასევე პოლიტიკურად ძალიან მძიმე შედეგების მატარებელია
“შეიძლება თუ არა ხაზარაძე გახდეს შემდეგი?
ერთის მხრივ, ხელისუფალს ესმის, რომ ამ ნაბიჯის გადადგმა როგორც სამართლებრივად, ასევე პოლიტიკურად ძალიან მძიმე შედეგების მატარებელია. მაგრამ, მეორეს მხრივ, მან სხვა გზა არ დაიტოვა და აი რატომ:
თუ ხაზარაძე გამართლდა, ამ შემთხვევაში ანაკლიის კონსორციუმის საარბიტრაჟო დავა გარანტირებულად წაგებულია, რადგან ეს ირიბად ადასტურებს მართლმსაჯულების (პროკურატურა) გამოყენების ფაქტს პროექტის “საბოტირების” მიზნით.
გამამტყუნებელი განაჩენი კი, მიუხედავად აბსურდულობისა, აძლევს გარკვეულ დროს, რადგან არბიტრაჟში საქმის წარმოებას ურთულებს კონსორციუმს. ჯერ დასამტკიცებელი ხდება ხაზარაძის უდანაშაულობა, სავარაუდოდ ისევ საერთაშორისო სასამართლოში.
მართლმსაჯულება ტალახშია ამოგანგლული და მისი გარეცხვა სამომავლოდ რთული, მაგრამ სასიცოცხლო ამოცანაა” – წერს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავა ე.წ ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და 3 წლით და 2 თვით პატიმრობა შეუფარდა. პარალელულად სასამართლო დავა გრძელდება ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ.