“ეროვნული ფორუმის” ლიდერი, გუბაზ სანიკიძე “ტვ პირველის” ეთერში განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ ოპოზიცია კიარ უპირისპირდება ივანიშვილს, არამედ, პირიქით ივანიშვილი უპირისპირდება ქართველ ხალხს და კაცობრიობას.
“ჩვენ კიარ დავუპირისპირდით ივანიშვილს, ის დაუპირისპირდა სამყაროს, კაცობრიობას, ქართველ ხალხს, დასავლეთს, აღმოსავლეთს, ჩრდილოეთს და სამხრეთს და არის მარტო ტრიალ მინდორში არ ყავს თანამოაზრე. ან როგორ შეიძლება იყო ივანიშვილის თანამომაზრე, ადამიანის, რომელსაც აზრი არ ააქვს.” – აცხადებს სანინკიძე.
ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე, რომ თვითონაც იყო ივანიშვილის გუნდის წევრი და ასევე თანამოაზრე, სანიკიძემ უპასუხა, რომ თავიდან არა ის არამედ, ივანიშვილი გახდა მისი თანამოაზრე.
“ბიძინა გახდა ჩემი თანამოაზრე, სინამდვილეში ასე იყო. მე ვიყავი ღრმა ოპოზიციაში დიდი ხანი 2004 წლიდან და ბიძინა ივანიშვილი მერე შემოგვიერთდა.” – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ “ტვ პირველის” ეთერში.