ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ოპოზიცია აქციას 4 აპრილს გამართავს” – გიორგი ვაშაძე

ოპოზიცია აქციას 4 აპრილისთვის აანონსებს. ამის შესახებ განცხადება “ახალი საქართველოს” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

როგორც მან „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების  შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა, ფართომასშტაბიან აქციამდე ბევრი საპროტესტო ღონისძიება გაიმართება.

„4 აპრილს, 16:00 საათზე იქნება ფართომასშტაბიანი აქცია რუსთაველზე. მანამდე გვექნება ბევრი საპროტესტო ღონისძიება, პიკეტირებები, რეგიონებში გასვლა, სხვადასხვა ღონისძიება. ოპოზიცია 4 აპრილს განვაცხადებთ, როგორ ვითანამშრომლებთ ერთმანეთთან საარჩევნო კუთხით“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

იტვირთბა....