ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“უგულავა უფრო ღირსეულად გამოიყურება, ვიდრე ოცნების ვირთხა ელიტა” – ხუხაშვილი

პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა “პალიტრა ნიუსის” გადაცემა „360 გრადუსში“ აცხადებს, რომ დღევანდელი სიტუაცია პოლიტიკურ ლოგიკას ცდება.

გია ხუხაშვილმა ასევე ახსენა სამი მთავარი ოპოზიციური პარტია და მათი ლიდერები.

„ვითარება აღარ არის პროგნოზირებადი, რადგან მე და ჩემი პროფესიის ადამიანები შეიძლება უსაქმურად დავრჩეთ, ან რა პროგნოზი უნდა გააკეთო გაუგებარია

„ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“, „ლელო“-მთავარი ოპოზიციური პარტიების ლიდერები ყველა არიან „ბრასლეტდადებულები“ ან მოლოდინში თუ როდის შეიყვანენ ციხეში ან ვიღაც უკვე შეიყვანეს, აქედან გამომდინარე, იმის მტკიცება, რომ ეს არ არის პოლიტიკური პროცესი და ეს არის მართლმსაჯულება და იმის მტკიცება, რომ პოლიტიკა ვერ გახდება დაცვა მართლმსაჯულებისგან არის შეუსაბამო მიმდინარე სიტუაციასთან. ვფიქრობ, რომ უგულავა უფრო მეტად ღირსეულად გამოიყურება ვიდრე ეს ვირთხები, ქართული ოცნების ელიტა რომ ჰქვიათ, ვინ არიან? ესენი არიან მეორადი მოხმარების ნაციონალური მოძრაობის წევრები, ვინ არის ქართული ოცნების ელიტა? 2008 წელს, ყველაზე მძიმე პერიოდში, როდესაც ოპოზიცია ბობოქრობდა და ათასი „წისქვილის ქვა ტრიალებდა, კახი კალაძე იყო მიშას შტაბის უფროსი, კობახიძე ბუჩქებში იჯდა და სხვები გარიგებაში იყვნენ, ბიძინა ივანიშვილი კი ნაციონალურ მოძრაობას აფინანსებდა იმ პერიოდში და არც უარყოფს ამას. დღეს ვინც არიან, ვინც ამ გადაწყვეტილებებს იღებს, ესენი არიან- მეორე რიგის ნაციონალური მოძრაობის ყოფილი აპოლოგეტები” – განაცხადა გია ხუხაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავა ე.წ ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და 3 წლით და 2 თვით პატიმრობა შეუფარდა.

 

იტვირთბა....