მთავარი ციტატა

“დიალოგი შეწყდა – ტერორისტებს არ ელაპარაკებიან”

“არ იცვლება არც ბრძოლა, არც ბრძოლის ინტენსივობა და არც სტრატეგია. ჩვეულებრივად ვაგრძელებთ ბრძოლას მიუხედავად იმისა, რას გადაწყვეტს ივანიშვილი და რამდენად დიდ სისულელეს ჩაიდენს. ბრძოლაში ვგულისხმობთ არჩევნებში ივანიშვილის დამარცხებას. დიალოგი შეწყდა, აზრი აღარ აქვს ამ ხელისუფლებასთან საუბარს – ტერორისტებს არ ელაპარაკებიან”

სერგი კაპანაძე – “ევროპული საქართველოს” წევრი

აღნიშნული განცხადება “მეტრონომთან” კაპანაძემ გიგი უგულავას დაკავებასთან დაკავშირებით გააკეთა.

მისი შეფასებით, “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის დაპატიმრება “შეშინებული და ძალიან დასუსტებული ოლიგარქის აგონიურ სვლაა”.

იტვირთბა....