“ევროპული საქართველოს” წევრი სერგი კაპანაძე თანაპარტიელის, გიგი უგულავას დაპატიმრებას “შეშინებული და ძალიან დასუსტებული ოლიგარქის აგონიურ სვლას” უწოდებს.
როგორც “მეტრონომთან” საუბრისას კაპანაძემ განაცხადა, უზენაესი სასამართლოს გამამტყუნებელ განაჩენს სამართალთან კავშირი არ აქვს.
“ოლიგარქს ჰგონია, რომ ოპოზიციური გამორჩეული ლიდერის დაჭერით, დააშინებს ოპოზიციას ან დაქსაქსავს მას, ან რაღაცნაირად ჩაიწერს ქულებს არჩევნების წინ. ამ გადაწყვეტილებას სამართალთან, სამართლიანობასთან ან რაღაც იურიდიულ პროცესთან კავშირი არ აქვს. ასეთნაირად შეფასდა სწორდ ჩვენი ამერიკელი პარტნიორებისგან აღნიშნული გადაწყვეტილება. მოგეხსებათ, რომ აშშ-ის სენატშიც და კონგრესშიც გაკეთდა უკვე განცხადებები”, – აცხადებს კაპანაძე, რომელიც “გადარეული ოლიგარქის პირობებში”, დაჭერების სერიის გაგრძელებას არ გამორიცხავს.
“ძნელია თქვა, რა არის მოსალოდნელი გადარეული ოლიგარქის პირობებში, მაგრამ გამორიცხული არ არის, გაგრძელდეს დაჭერები. ყველა პოლიტიკოსი მზად არის, რომ მანამ, სანამ ივანიშვილი ხელისუფლებაშია, მოუწევთ ციხეში წასვლა. ეს ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ ამით არ იცვლება არც ბრძოლა, არც ბრძოლის ინტენსივობა და არც სტრატეგია. ჩვეულებრივად ვაგრძელებთ ბრძოლას მიუხედავად იმისა, რას გადაწყვეტს ივანიშვილი და რამდენად დიდ სისულელეს ჩაიდენს.
ბრძოლაში ვგულისხმობთ არჩევნებში ივანიშვილის დამარცხებას. დიალოგი შეწყდა, აზრი აღარ აქვს ამ ხელისუფლებასთან საუბარს – ტერორისტებს არ ელაპარაკებიან”, – უთხრა “მეტრონომს” სერგი კაპანაძემ.
მისი თქმით, ოპოზიციური პარტიების ლიდერები კონსულტაციების შემდეგ გადაწყვეტენ, როდიდან განახლდება ქუჩის აქციები.
უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავა ე.წ ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და 3 წლით და 2 თვით პატიმრობა შეუფარდა.
მარიამ იმერლიშვილი