„პროკურატურას პრეტენზია აქვს იმასთან დაკავშირებით, რომ გიგი უგულავამ 50 მლნ მოიპარა და ფიქრობენ, რომ არ დატოვონ ეს საკითხი ისე. აქედან გამომდინარე, რა კომენტარი უნდა გავაკეთო. მე ბავშვები ვიცი, 3-4 კგ ჯართის მოპარვისთვსი 5-6 წელი ახეხინეს ციხე. ძალიან ვწუხვარ, იმდენად არ მომწონს ადამიანის დაკავება, მაგრამ ამ საკითხის მიმართ ჩემი პერსონალური დამოკიდებულება მას ვერ გადაწყვეტს.“
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი – გია ვოლსკი
“ციტატა”
აღნიშნული განცხადებით ვოლსკი, ჟურნალისტებთან ეხმაურება, უგულავას მიმართ უზენაესი სასამართლოს გამამტყუნებელ გადაწყვეტილებას.
შეგახსენებთ, რომ უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავა ე.წ ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და 3 წლით და 2 თვით პატიმრობა შეუფარდა.