“ერთიანი საქართველო დემოკრატიული მოძრაობის” თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე, უგულავას მიმართ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს არის პრინციპის საკითხი და ახლა ქართულმა საზოგადოებამ ამას არ უნდა შეხედოს, ისე რომ ეს მისი საქმე არ არის. აღნიშნული განცხადება ბურჯანაძემ, “ტვ პირველის” ეთერში გააკეთა.
“მე არ მახსენდება წინა ხელისუფლების დროს, ერთი და იგივე დანაშაულისთვის ადამიანი ორჯერ დაეპატიმრებინოთ, ანუ გადააჭარბეს იმ ცუდს, რასაც წინა ხელისუფლება აკეთებდა. აქ არის პრინციპის საკითხი და ახლა თუ ქართული საზოგადოება ამას შეხედავს, ისე, რომ ეს ჩემი საქმე არ არის, ხვალ ნებისმიერ ადამიანს დააპატიმრებენ, ვისზეც ივანიშვილი გაბრაზდება.
აქ რაღაც პიროვნული მომენტიც არის, უგულავა ყველაზე ნაკლებად შეიძლება დაადანაშაულო იმ პრეტენზიებში რაც მეც და ძალიან ბევრ ადამიანს გვაქვს “ნაციონალურ მოძრაობასთან” დაკავშირებით. უგულავა ძალიან კარგად ვიცით, რომ ყველაზე ნაკლებად შეიძლება ყოფილიყო და იყო ჩართული რაიმეში, რაზეც პრეტენზია შეიძლება გვქონდეს.” – აცხადებს ბუბრჯანაძე.
შეგახსენებთ, რომ შეგახსენებთ, რომ უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავა ე.წ ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და 3 წლით და 2 თვით პატიმრობა შეუფარდა.