ჩინეთის ჯანდაცვის ნაციონალური კომისიის ინფორმაციით, ქვეყანაში, ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 40 164 ადამიანი შეადგინა. ვირუსის შედეგად დაღუპულთა საერთო რაოდენობა კი 910-მდე გაიზარდა.
დაღუპულთაგანა თითქმის ყველა, 908 ადამიანი ჩინეთის ტერიტორიაზე გარდაიცვალა, ხოლო რაც შეეხება დანარჩენ ორს – ერთი მათგანი ჰონგ-კონგში დაიღუპა, ხოლო მეორე – ფილიპინებზე.
საერთო ჯამში ახალი კორონავირუსისგან 3 383 პაციენტი განიკურნა და საავადმყოფოდანაც გაწერეს.
ახალი ტიპის კორონავირუსმა, 2019 წლის დეკემბერში, ჩინეთის ქალაქ უხანში დაფიქსირდა.