ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

იაპონიაში საკრუიზო გემზე კორონავირუსი 70 ადამიანს დაუდასტურდა

საკრუიზო გემ „Diamond Princess“-ზე, იაპონიაში, კორონავირუსით  დაავადებულთა რიცხვმა 70-ს მიაღწია.

არსებული ცნობით, გემზე ვირუსი კიდევ ექვს ადამიანს დაუდასტურდა, ისინი ევაკუირებულები არიან.

მანამდე არსებული ინფორმაციით, კორონავირუსი ჯამში 64 ადამიანს ჰქონდა, რის გამოც მათი ჰოსპიტალიზაცია მოხდა.

გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ საფრანგეთში, სათხილამურო კურორტ ლე კონტამინ-მონჟუაზე, კორონავირუსით ხუთი ბრიტანელი დაავადდა თანამემამულისგან, რომელიც კორორტზე სინგაპურიდან ჩავიდა. დაინფიცირებულს ვირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნები შინ დაბრუნების შემდეგ გამოუვლინდა, რის გამოც იგი ჰოსპიტალიზებულია.

იტვირთბა....