ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე, ავტოტრანპორტის მოძრაობის შეზღუდვის გამო, არასეზონური საბურავების მქონე ოცამდე მანქანა შუამთასთანაა გაჩერებული და გზის გახსნას ელოდება.
აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებითაა დასაშვები.
ავტომანქანების გადაადგილებას საპატრულო პოლიცია არეგულორებს.
არსებული ინფორმაციით, პრობლემურ მონაკვეთებზე ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს გზის გაწმენდით სამუშაოები, ტექნიკური მარილისა და ქვიშის მოყრა.
გომბორის უღელტეხილზე ამ დროისთვის თოვა და ქარი შეწყდა, აღნიშნულ მონაკვეთზე ტემპერატურა კი მინუს 14 გრადუსია.