ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ჩინეთის ქალაქ იანჯოუდან თბილისში დღეს საქართველოს სამ მოქალაქეს ელოდებიან

ჩინეთში, ქალაქ იანჯოუში მყოფი საქართველოს სამი მოქალაქე თბილისში დღეს ჩამოვა. ქვეყანაში ისინი დუბაის გავლით დაბრუნდებიან.

არსებული ცნობით, არცერთ მათგანს ამ დროისთვის ჯანმრთელობასთან დაკავშირებები გართულებები არ აქვს, მაგრამ ჯერჯერობით უცნობია, რა პრევენციული ღონისძიებების გატარება გახდება საჭირო მათთან მიმართებაში.

რაც შეეხება უხანში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, ჩინეთში საქართველოს ელჩის განცხადებით, ისინი თავს კარგად გრძნობენ. საქართველოს მოქალაქეებს საკვრებისა და მედიკამენტების პრობლემა არ აქვთ.

შეგახსენებთ, საქართველოს სასაზღვრო პუნქტებში საერთაშორისო მოთხოვნებით გათვალისწინებული პრევენციული ღონისძიებები გრძელდება. საჭიროების შემთხვევაში მგზავრებს სპეციალური სკრინინგისა და კითხვარების საშუალებით ამოწმებენ.

იტვირთბა....