ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 811-მდე გაიზარდა
ჩინეთის ჯანდაცვის სახელმწიფო კომიტეტის ინფორმაციით, ამ დროისთვის ვირუსით 37 100-ზე მეტი ადამიანია ინფიცირებული, ჯამში 2 649 ადამიანი კი განიკურნა და საავადმყოფოებიდან უკვე გაწერეს.
ჩინეთის ხელისუფლების ცნობით, 29 000-მდე დარეგისტრირებულ ადამიანს სავარაუდოდ ახალი ტიპის ვირუსი აქვს, თუმცა ეს ვარაუდი ჯერჯერობით დადასტურებული არ არის.
ექიმების დაკვირვების ქვეშ 188 000-ზე მეტი ადამიანი იმყოფება.
შეგახსენებთ, ჩინეთის ხელისუფლებამ ახალი ტიპის ვირუსის გავრცელების შესახებ გასული წლის დეკემბერში განაცხადა.
ახალი ტიპის კორონავირუსი მსოფლიოს 20-ზე მეტ ქვეყანაში გავრცელდა.