ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

ავსტრალია ამჯერად წყალდიდობას ებრძვის

შტორმის, უხვი ნალექის და მანამდე მასშტაბური ტყის ხანძრების შემდეგ ავსტრალია ამჯერად წყალდიდობას ებრძვის.

ახალი სამხრეთ უელსის შტატში სატრანსპორტო გადაადგილება თითქმის შეზღუდულია. სტიქიის ზონიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.

“შტატში 13 სამაშველო ოპერაცია განხორციელდა. წინა დღის მონაცემებთან შედარებით, გამოძახებების რაოდენობა გაორმაგებულია, ვთხოვთ მოსახლეობას, სტიქიის გამო მაქსიმალურად გამოიჩინონ სიფრთხილე,” – აცხადებს ახალი სამხრეთ უელსის პოლიციის წარმომადგენელი კარენ ვები.

ავსტრალიაში უამინდობა რამდენიმე დღე კიდევ გაგრძელდება. მეტეოროლოგები მოსახლეობას აფრთხილებენ.

“მოვუწოდებ მოსახლეობას სიცოცხლე რისკის ქვეშ არ დააყენონ, თავი შეიკავეთ მანქანით იმ ტერიტორიებზე გადაადგილებისაგან, სადაც წყლის დონე მაღალია, რადგან შესაძლოა, მანქანები წყალში ჩაიძიროს,” – განაცხადა მეტეოროლოგიური სამსახურის წარმომადგენელმა კიმბა ვონგიმ.

იტვირთბა....