ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

Apple ძველი აიფონების შენელების გამო 25 მილიონი ევროთი დააჯარიმეს

საფრანგეთში, Apple ძველი მოდელის აიფონების განზრახ შენელების და მომხმარებლების გაუფრთხილებლობის გამო, 25 მილიონი ევროთი დააჯარიმეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

აღნიშნული გადაწყვეტილება, საფრანგეთის კონკურენციის მარეგულირებელმა ორგანომ მიიღო, რომელმაც განაცხადა, რომ მომხმარებლები ძველი მოდელის აიფონების შენელების შესახებ გაფრთხილებული არ იყვნენ, უფრო კონკრეტულად კი, მომხმარებელმა არ იცოდა, რომ iOS განახლებით, (10.2.1 and 11.2) მათ ტელეფონები შენელდებოდა.

Apple-მა აღიარა, რომ დაარღვია კომერციული პრაქტიკა და დათანხმდა გადაიხადოს ჯარიმა.

რაც შეეხება გაგრძელდება თუ არა ძველი აიფონების შენელება, Apple-ს პასუხია, კი.

კომპანია ადასტურებს, რომ 2017 წლის პრაქტიკის შესაბამისად ზოგიერთი აიფონი შენელდება მას შემდეგ რაც ელემენტის დაზიანება დაიწყება და ტელეფონის პროგრამული უზრუნველყოფა განახლდება. ეს შეეხება შემდეგ ტელეფონებს:

iPhone 6, 6 Plus, 6S, 6S Plus
iPhone SE
iPhone 7 and 7 Plus
iPhone 8 and 8 Plus რომლებშიც iOS 12.1 ან უახლესი განახლებაა ინსტალირებული
iPhone X რომლებშიც iOS 12.1 ან უახლესი განახლება ინსტალირებული;
iPhone XS, XS Max and XR რომლებშიც iOS 13.1 ან უფრო ახალი განახლებაა ინსტალირებული
თუმცა Apple-ის ცნობით, უახლეს მოდელებში ეს ნაკლებად შესამჩნევი იქნება.

იტვირთბა....