კორონავირუსთან საბრძოლველად ამერიკის შეერთებული შტატები ჩინეთს 100 მილიონ დოლარს გამოუყოფს.
ამის შესახებ განცხადება აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ გააკეთა.მაიკ პომპეომ სხვა ქვეყნებსაც მოუწოდა, მეტად იაქტიურონ კორონავირუსის დასამარცხებლად.
ასევე ცნობილი გახდა, რომ აშშ ჩინეთს 17.8 ტონა სამედიცინო აღჭურვილობას, მათ შორის, სამედიცინო ნიღბებს, სპეციალურ აღჭურვილობასა და მედიკამენტებს გაუგზავნის. მანამდე კი, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა და ჩინეთის ლიდერმა, სი ძინპინმა, ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით სატელეფონო საუბარი გამართეს.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სი ძინპინი დონალდ ტრამპს ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე ესაუბრა. მისი თქმით, უხანის კორონავირუსის პრევენცია და კონტროლი „კრიტიკულ ეტაპზეა“.
„პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ ჩინეთი შეძლებს და ახალი კორონავირუსის გამოწვევას გაუმკლავდება “, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.