“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, რომან გოცირიძე უვადო მოსამართლეებთან დაკავშირებით “ფორმულას” ეთერში განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ “თუ კანონი უვადო მოსამართლეების სახლში გაშვების უფლებას მოგვცემს, კანონის შესაბამისად ვიმოქმედებთ”.
„უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ივანიშვილმა მოიყვანა თავისი პირადი ადვოკატი, რომლიც პროკურორი იყო, მისი მოადგილე დღეს არის უზენაესი სასამართლოს წევრი და სულ მალე თადუმაძე გახდება უზენაესი სასმართლოს უვადო თავმჯდომარე. ივანიშვილი არჩევნების წაგების შემდგ რაღაცა ნიადაგს იმზადებს? – ეს არავითარ შემთხვევაში არ მოხდება რადგან ნახსენები პიროვნებები არცერთი არ იქნებიან თავის ადგილზე, ვინაიდან მოხდება რადიკალური, ფუნდამენტური რეფორმები, დაიმსხვრევა პოლიტიკურად მორჩილი და დანაშაულებრივი სასამართლო სისტემა. რომლებიც უდანაშაულო ადამიანებს უშვებს ციხეში. ეს პროკურატურაც დაიშლება და აბსოლუტურად სხვა საფუძველზე აღმოცენდება სამართალდამცავი ორგანოები და სასამართლო ორგანოები. თუ კანონი უვადოდ დანიშნული მოსამართლეების სახლში გაშვების უფლებას მოგვცემს, კანონის საფუძველზე მოხდება რადიკალური მსხვრევა,“ – განაცხადა რომან გოცირიძემ.