ინტენსიური თოვის, ძლიერი ქარბუქისა და შეზღუდული ხილვადობის გამო. კობი-გუდაურის მონაკვეთის გახსნას მგზავრები და სატვირთო ტრანზიტული ავტომობილები მთელი დღეა ელოდებიან. მძიმე პირობების გამო ათობით მგზავრი დედაქალაქს დაუბრუნდა.
ჯერ-ჯერობით უცნობია როდის მოიხსნება შეზღუდვები.
ლარსის გამშვებ პუნქტზე შეზღუდვები აქვთ ასევე სატვირთო ავტომობილებსაც მანქანების კოლონა უკვე რამდენიმე დღეა ჟინვალისა და ანანურის ტერიტორიაზე დგას. მძღოლების თქმით, საწვავის და საკვების მარაგი ეწურებათ.
საავტომობილო გზების დეპარტამენტში ამბობენ, რომ გზის გახსნა ამინდის პროგნოზზეა დამოკიდებული.