aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“სააკაშვილი, ბოკერია და ძმანი მათნი – ამბობენ, რომ წინა ხელისუფლების დროს შეცდომები იყო” – ოხანაშვილი

aviabiletebi
ავიაბილეთები

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი, ჟურნალისტებთან, პროკურატურის მისამართით ოპოზიციის მიერ გაჟღერებულ ბრალდებებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ სააკაშვილი, ბოკერია და ძმანი მათნი – ამბობენ, რომ წინა ხელისუფლების დროს „შეცდომები“ იყო, თუმცა აღარ აწყობთ, რომ ამის გამო პასუხისგებაში მიეცეს ვინმე.

„ოპოზიცია – სააკაშვილი, ბოკერია და ძმანი მათნი – ამბობენ, რომ წინა ხელისუფლების დროს „შეცდომები“ იყო, ნაცვლად იმისა, რომ თქვან, დანაშაულებრივი სისტემა იყო. იმ შემთხვევაშიც კი, თუკი შეცდომები იყო, ლოგიკურია, რომ ამის შედეგად ადამიანები დაზარალდნენ. თუ ეს ადამიანები დაზარალდნენ, ამაზე პასუხი ხომ ვიღაცას უნდა მოეთხოვოს. როდესაც პასუხს სთხოვს პროკურატურა და მათ შორის, ირაკლი შოთაძის პროკურორობის პირობებში, ამას ეს ადამიანები უწოდებენ პოლიტიკურ დევნას. ეს არის სპეკულაცია და ტყუილი. ერთი მხრივ, აღიარებდე, რომ „შეცდომები“ იყო და მეორე მხრივ, პოლიტიკურ დევნას უწოდებდე, როცა დაზარალებულის მიერ დასახელებულ დამნაშავეს პასუხისგებაში აძლევ, ეს ნიშნავს, რომ არათანმიმდევრულები არიან. ერთი მხრივ, აღიარებენ, რომ „შეცდომები“ იყო, თუმცა აღარ აწყობთ, რომ ამის გამო პასუხისგებაში მიეცეს ვინმე. ეს არ არის სამართლიანობის აღდგენა და ეს არ არის კანონის უზენაესობის პრინციპი“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

იტვირთბა....