სამხრეთ კორეაში მასობრივი ქორწილი შედგა. ცერემონიალში 64 ქვეყნიდან 6 ათასი წყვილი მონაწილეობდა. მასობრივი ქორწინების ცერემონიის დაწყებამდე, კორონავირუსის პრევენციის ფარგლებში, წყვილები მედიკოსებმა შეამოწმეს.
წყვილებს სპეციალური დამცავი სამედიცინო ნიღბები ეკეთათ. მასობრივ ქორწინებებს სეულში “უნიფიკაციის ეკლესია” 1954 წლიდან ატარებს.