პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა და მისმა მეუღლემ, ეკატერინა ხვედელიძემ საქართველოში ახლადდანიშნულ ელჩს, კელი დეგნანს და მის მეუღლეს დუგლას მორისს უმასპინძლეს.
“ქართული ოცნების” პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბიზნესცენტრში გამართულ შეხვედრაზე, რომელიც გაცნობითი ხასიათის იყო, ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებზე, აშშ-საქართველოს შორის სტრატეგიულ პარტნიორობასა და სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს.