მთავარი ციტატა

“ამბობენ, 60%-ს ავიღებთო – თქვე კაი ადამიანებო, თუ 60%-ს იღებთ, რა გახდა ეს პროპორციული”

“ხელისუფლების ხელში არის ძალა, ანუ მას აქვს ძალაზე მონოპოლია. მას შეუძლია ხელების გადაგრეხვით ნებისმიერი რაღაც გაიტანოს, მაგრამ საბოლოო ჯამში, ეს პოლიტიკურ პასუხისმგებლობასაც გულისხმობს. კი ცდილობენ რომ ამაყი სახით პოზიციები დაიკაონ და ამბობენ, 60%-ს ავიღებთო – თქვე კაი ადამიანებო, თუ 60%-ს იღებთ და დარწმუნებული ხართ ხალხის მხარდაჭერაში, მაშინ რა გახდა ეს პროპორციული, დათანხმდით”

გია ხუხაშვილი – ექსპერტი

ასე ეხმაურება ხუხაშვილი “მეტრონომთან” საუბრისას მმართველი პოლიტიკური გუნდის წარმომადგენლის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ “თუ 60 ნაცი გააგრძელებს სტვენას, 60%-ს კი არა, შეიძლება ცოტა მეტიც ავიღოთ”.

მისი თქმით, “თუ ოპოზიცია შეთანხმდება ეფექტური კოორდინაციის ფორმულაზე, შეიძლება ხელისუფლებას შეექმნას პრობლემები”.

იტვირთბა....