ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ინფექციურ საავადმყოფოში ჩინეთის კიდევ ორი მოქალაქე შეიყვანეს” – გამყრელიძე

ინფექციურ საავადმყოფოში ჩინეთის ორი მოქალაქე შეიყვანეს. აღნიშნული განცხადება  დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

მისი თქმით, ორ პაციენტს, რომლებიც მანამდე ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფებოდნენ, კორონავირუსი არ დაუდასტურდათ.

„მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ დღეს ჩინეთის კიდევ ორი მოქალაქე შეიყვანეს ინფექციურ საავადმყოფოში. როგორც გვაქვს ინფორმაცია, ისინი ერთ-ერთი დიდი ინფრასტრუქტურული პროექტის დაქირავებული მუშახელია, რომლებიც ერთ-ერთ რაიონში მუშაობდნენ, რომელსაც არ დავასახელებ. ჩვენი ეპიდემიოლოგები გასულები არიან, იკვლევენ ამ ადამიანებს, აიღებენ სინჯებს და დღეს მათზეც იქნება პასუხი. მინდა ჟურნალისტებს მადლობა გადაგიხადოთ, რომ აქტიურად შუქდება ეს საკითხი“, – აცხადებს ამირან გამყრელიძე.

იტვირთბა....