აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი იმპიჩმენტის პროცედურის ჩავარდნის ფონზე, დემოკრატიული პარტიის წევრებს მკაცრად აკრიტიკებს და მანკიერ და ბოროტ ადამიანებად მოიხსენიებს.
„ეს მანკიერი ხალხია. ადამ შიფი ბოროტია, ის საშინელი ადამიანია. ნენსი პელოსი საშინელი ადამიანია. მას ჩემთვის იმპიჩმენტის წაყენება დიდი ხანია, უნდოდა. როდესაც მან თქვა, რომ პრეზიდენტისთვის ლოცულობდა, ის არ ლოცულობდა. ის შესაძლოა, ლოცულობს, თუმცა საპირისპიროდ. თუმცა, ეჭვი მეპარება, საერთოდ ლოცულობდეს. ისინი საშინელი ხალხია“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.