კრემლში, საჯარო შეხვედრებს, რომელსაც, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დაესწრება, შეხვედრაზე მისულ ყველა ადამიანს სხეულის ტემპერატურას გაუზომავენ. ინფორმაციას “მედუზა” ჟურნალისტ, ანტონ ჟელნოვზე დაყრდნობით ავრცელებს. ჟურნალისტის განცხადებით, სტუმრებს ტემპერატურას სპეციალური ხელსაწყოთი გაუზომავენ.
როგორც კრემლის პრესპიკერი, დიმიტრი პესკოვი აცხადებს, უსაფრთხოების დამატებითი ზომები ახალი კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით მიიღეს. თუმცა, ამ მოსაზრებას ეწინააღმდეგება, ვიცე-სპიკერი, ტატიანა გოლიკოვა და აცხადებს, რომ აღნიშნული ზომები არა კორონავირუსის, არამედ სეზონური გრიპის გამო დაიწყო.